ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს, თბილისში. თავდაპირველად სწავლობდა სასულიერო სასწავლებელში. 1917 წლიდან განაგრძო შრომის მე–2 სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1924 წელს. პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ პერინის სტუდიაში. 1926 წელს დაამთავრა ალექსი ალექსიძის ქართული ხალხური ცეკვების სტუდია.
1926 წლიდან ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქართული ცეკვების შემსრულებელია, ხოლო 1928 წლიდან – ამავე თეატრის ქართული ბალეტის სოლისტი. 1930 წლიდან ილიკო სუხიშვილი უკვე აღიარებული შემოქმედია.
1932 წელს ილიკო სუხიშვილი სტაჟირებაზე იმყოფებოდა მოსკოვის დიდ თეატრში, ცნობილ ბალეტმეისტერ გოლეიზოვსკისთან. იგი წარმატებით გამოდიოდა მოსკოვის დიდ თეატრში (რუბინშტეინის “დემონი”, გლინკას “რუსლან და ლუდმილა”, პროკოფიევის ბალეტი “კუზიანი კვიცი”) და ამავე დროს მუშაობდა ბალეტმაისტერ კასიან გოლეიზოვსკის ასისტენტად, პარალელურად სწავლობდა ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში.
1935 წელს დაბრუნდა სამშობლოში და იმავე წელს მონაწილეობა მიიღო ლონდონის ხალხური ცეკვების პროფესიონალ შემსრულებელთა მსოფლიო ფესტივალზე, სადაც ფესტივალის ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი დაიმსახურა.
1936 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი და ბალეტმაისტერია. სხვადასხვა დროს მას დადგმული აქვს ცეკვები ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერსა” და “დაისში” (თბილისისა და კიევის ოპერის თეატრები), დოლიძის “ქეთო და კოტეში” (კიევი).
1939–1941 წლებში იყო საბჭოთა არმიის სიმღერისა და ცეკვის წითელდროშოვანი ანსამბლის (ხელმძღვანელი ალექსანდრე ალექსანდროვი, მოსკოვი) სოლისტი და გამოდიოდა ინგლისში, ნორვეგიასა და შვეციაში. მანვე დადგა კ. კავოსის ბალეტი “კავკასიელი ტყვე” (კიევი).
ილიკო სუხიშვილის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როცა მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს (1950 წლიდან აკადემიური). 1954 წლამდე ილიკო სუხიშვილი იყო ამ ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე. ანსამბლმა მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.

ნინო რამიშვილი 1910-2000 წლები,დაიბადა თბილისში,ქართული ცეკვის ლეგენდა.ბალეტის მსახიობი.ილიკო სუხიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა ახლანდელი ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი.ცნობილი როგორც-სუხიშვილები.იყო მისი წამყვანი მოცეკვავე,ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.უდიდესი ღვაწლი დაიდო ქართული ცეკვის პოპულარობაში.საქართველოს სახალხო არტისტი,რომელმაც ანსამბლთან ერთად დაიპყრო მსოფლიოში საუკეთესო სცენები.მან ქართული ცეკვა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა.გარდაიცვალა 2000წელს,დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
|
No comments:
Post a Comment